Severity: Warning
Message: fopen(/var/cpanel/php/sessions/ea-php56/ci_sessionboh9cmj9r71khauebg943ntvcp4nlpi5): failed to open stream: No space left on device
Filename: drivers/Session_files_driver.php
Line Number: 172
Backtrace:
File: /home/datacomm/public_html/application/core/MY_Extends.php
Line: 11
Function: library
File: /home/datacomm/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/datacomm/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/datacomm/public_html/application/core/MY_Extends.php
Line: 11
Function: library
File: /home/datacomm/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/datacomm/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/datacomm/public_html/application/core/MY_Extends.php
Line: 11
Function: library
File: /home/datacomm/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once
მოხმარების პირობები
სარგებლობის პირობები
პორტალი 800.ge (შემდგომში: ‘’პირადი კაბინეტი’’) წარმოადგენს შპს ‘’დატაკომის’’ (შემდგომში: ‘’დატაკომი’’) აბონენტი ფიზიკური/იურიდიული პირების თვითმომსახურების პროგრამას – დაცულ სისტემას, რომელიც საშუალებითაც ‘’დატაკომის’’ აბონენტ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია, შეიძინოთ მომსახურებები/პროდუქტები, გადაიხადოთ ამავე მომსახურების/პროდუქტების ღირებულება და შეასრულოთ სხვა ქმედებები.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რადგან ქვემოთ მითითებულ პირობებზე დათანხმებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასაც.
“პორტალზე” რეგისტრაცია
“პორტალზე” დარეგისტრირებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ “ დატაკომის ” აბონენტთა მონაცემთა ბაზაში (შემდგომში: “ბაზა”) დაფიქსირებული თქვენი პირადი ნომერი (შემდგომში: ‘’პირადი ნომერი’’) მობილური ტელეფონის ნომერი (შემდგომში: “ტელეფონის ნომერი”). აღნიშნულის გადამოწმება, შეგიძლიათ “ დატაკომის ” შემდეგ ცხელ ხაზზე: 0431 310000 დარეკვით.
2.1 თქვენი (აბონენტი) “ტელეფონის ნომრის” მნიშვნელობა.
“ბაზაში” დაფიქსირებული თქვენი “ტელეფონის ნომრის’’ საშუალებით, ‘’დატაკომისგან’’ მიიღებთ პინ კოდს (შემდგომში: ‘’პინ კოდი’’), რომელიც აუცილებელია ‘’პორტალზე’’ რეგისტრაციისათვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, “ დატაკომის ” “ბაზაში” დაფიქსირებულ “ტელეფონის ნომერზე” სმს–ით ‘’პინ კოდის’’ გაგზავნა, ჩაითვლება აღნიშნული ინფორმაციის (‘’პინ კოდი’’) თქვენთვის (აბონენტი) გაგზავნად (ითვლება, რომ პინ კოდის ადრესატი ხართ თქვენ) და შესაბამისად, “ დატაკომი ” პასუხს არ აგებს სხვადასხვა შედეგებზე იმ შემთხვევებში, როდესაც:
სმს შეტყობინებით გამოგზავნილი ‘’პინ კოდის’’ მოქმედების ვადა (შესაბამის ველში შეყვანის ვადა) განისაზღვრება გამოგზავნიდან 10 (ათი) წუთის ოდენობით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში (თუ აღნიშნულ ვადაში ‘’პინ კოდი’’ არ იქნა შეყვანილი შესაბამის ველში), ახალი ‘’პინ კოდის’’ მისაღებად, დაგჭირდებათ ‘’თქვენი’’ პირადი ნომრის შესაბამის ველში ხელახლა შეყვანა. ამასთან, ‘’პინ კოდის’’ ზედიზედ სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ავტომატურად გამოგეგზავნებათ ახალი ‘’პინ კოდი’’.
“ბაზაში” დაფიქსირებულია ის “ტელეფონის ნომერი’’ რომლითაც თქვენ აღარ სარგებლობთ;
“ბაზაში” შეცდომით (არასწორად) არის დაფიქსირებული თქვენი “ტელეფონის ნომერი”;
“ბაზაში” დაფიქსირებული “ტელეფონის ნომერი”, რომლითაც თქვენ სარგებლობთ, ინფორმაციის გაგზავნის (მათ შორის – მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის) მომენტში აღმოჩნდება სხვა პირის მფლობელობაში.
ასევე, “ დატაკომი ” პასუხს არ აგებს სხვადასხვა შედეგებზე იმ შემთხვევებში, როდესაც ‘’პინ კოდის’’ თქვენთვის გაგზავნა არ მოხდა ან/და დაგვიანებით მოხდა იმ შემთხვევებში, როდესაც:
“ბაზაში” არ არის დაფიქსირებული ის “ტელეფონის ნომერი”, რომლითაც თქვენ ამჟამად სარგებლობთ;
“ტელეფონის ნომერი”, რომლითაც თქვენ ამჟამად სარგებლობთ და რომელიც დაფიქსირებულია “ბაზაში”, ‘’პინ კოდის’’ გაგზავნის მომენტში, გამორთულია, ან/და არ არის შესაბამისი მობილური ოპერატორის დაფარვის/მომსახურების ზონაში.
2.2 თქვენი (აბონენტი) “პირადი ნომრის” მნიშვნელობა
‘’პორტალზე’’ რეგისტრაციისას შესაბამის ველში თქვენი ‘’პირადი ნომრის’’ შეყვანისას, პროგრამა ავტომატურად მოძებნის ‘’ბაზაში’’ დაფიქსირებულ თქვენს პირად ნომერს და თქვენს ‘’ტელეფონის ნომერს’’, რომელზეც ავტომატურად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით აგზავნის ‘’პინ კოდს’’.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ, “ დატაკომის ” ცხელ ხაზზე გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ “დატაკომის” “ბაზაში”:
არ არის დაფიქსირებული თქვენი “ტელეფონის ნომერი”, ან
არასწორად (შეცდომით) არის დაფიქსირებული “ტელეფონის ნომერი” ან/და
დაფიქსირებულია “ტელეფონის ნომერი” რომლითაც აღარ სარგებლობთ, ან/და
არასწორად არის დაფიქსირებული თქვენი “პირადი ნომერი” –
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ “ დატაკომს ” (თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი) და დააფიქსიროთ თქვენი “ტელეფონის ნომერი” რომლითაც ამჟამად სარგებლობთ ან/და სწორი “პირადი ნომერი”.
2.3 “ დატაკომის“ ‘’ვებ გვერდზე’’ რეგისტრაციისას ან/და თქვენი პირადი ანგარიშის საშუალებით ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებისას “ჩვენ“ შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი პესონალური ინფორმაციის გამჟღავნება. თქვენ პასუხს აგებთ გამჟღავნებული ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტეზე და დროულ განახლებაზე.
“ დატაკომი “ პასუხს არ აგებს თქვენს მიერ არასრული ან/და არაზუსტი პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენის შედეგებზე.
“დატაკომის“ გვერდზე www.datacomm.ge (შემდგომში: “ვებ გვერდი“) თქვენი პირადი ანგარიშიდან ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პირობებს (შემდგომში: “პირობები“). “პირობებზე“ დათანხმება (ღილაკზე: “თანახმა ვარ“ დაჭერა), ნიშნავს, რომ თქვენ (აბონენტი) გაეცანით, უპირობოდ ეთანხმებით და იღებთ ვალდებულებას შეასრულოთ “პირობები“.
2.4 ‘’პორტალზე’’ ‘’თქვენ’’ დაინახავთ თქვენსავე პირად ნომერზე მიბმულ ყველა მომსახურებას (პროდუქტს), დამატებით მომსახურებას შესაბამის პაკეტებთან და მიმდინარე სტატუსებთან ერთად.
‘’პორტალის’’ საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ მოახდინოთ დამატებითი მომსახურების/მომსახურებების აქტივაცია ან/და დეაქტივაცია შესაბამისი ღილაკების გააქტიურებით.
2.5 ‘’პორტალის’’ საშუალებით შესაძლებელია მომსახურების პაკეტის/პაკეტების ცვლილება.
2.6 ‘’პორტალის’’ საშუალებით შესაძლებელია გასული თვეების ამონაწერების ნახვა/დათვალაირება/MS EXCEL ან PDF ფორმატებში ჩამოტვირთვა. ამასთან, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გრაფიკული გამოსახულების სახით იხილოთ წინა ექვსი თვის გადახდების ისტორია.
‘’პორტალს’’ საშუალებით არ არის შესაძლებელი მიმდინარე თვის ამონაწერის ნახვა. ამასთან, ამონაწერის შენახვა დაიწყება ‘’თქვენი’’ (‘’აბონენტი’’) პორტალზე რეგისტრაციის დღიდან.
‘’პორტალზე’’ შესაძლებელობა გაქვთ გადაიხადოთ როგორც როგორც თქვენი, ასევე სხვა აბონენტის დავალიანებაც, ამავე აბონენტის ანგარიშის ნომრის და გადასახდელი თანხის მითითებით.
2.7 ‘’თქვენ’’ შესაძლებლობა გაქვთ ‘’პორტალიდან’’ გააგზავნოთ უფასო მოკლე ტექსტური შეტყობინებები (გარდა მულტიმედიური შეტყობინებებისა) მთელი საქართველოს მასშტაბით, შემდეგი პირობებით:
თუ თქვენ სარგებლობთ დატაკომის VOIP სატელეფონო მომსახურებით და ფლობთ ამავე ქსელში ჩართულ სატელეფონო ნომერს.
არაუმეტეს 50 მოკლე ტექსტური შეტყობინება დღეში;
ერთი სმს–ის სიდიდე განისაზღვრება არაუმეტეს 160 სიმბოლოთი;
‘’პორტალზე’’ გამოჩნდება როგორც დღის განმავლობაში გაგზავნილი, ასევე დარჩენილი სმს–ების რაოდენობა;
‘’პორტალს’’ აქვს კონტაქტების (სმს შეტყობინების მიმღები) დამახსოვრების ფუნქცია. შესაბამისი სატელეფონო ნომრის შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტმატურად შემოგთავაზებთ კონტაქტის დამახსოვრებას. დამახსოვრებული კონტაქტის შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ სმს–ს შეტყობინების მიმღების სახელის ჩაწერა;
ტექსტის ჩასაწერი ველი. მაქსიმალური ოდენობაა 480 სიმბოლო. ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გაგზავნილია 3 სმს, რადგან 1 სმს სიდიდე 160 სიმბოლოთი შემოიფარგლება. ტექსტის ასაკრეფი ველის ქვემოთ დაინახავთ რამდენი სიმბოლოა შეყვანილი და შეყვანილი სიმბოლოების რაოდენობა რამდენ სმს–ს შეესაბამება;
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ გაგზავნილი სმს-ების ისტორია. სმს-ები შეინახება გაგზავნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და შემდგომ წაიშლება ავტომატურად. გარდა ამისა, თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის შესაძლებლობა;
ყოველ გაგზავნილ სმს-ში ტექსტის ბოლოს ავტომატურად მიეთითება ‘’თქვენი’’ (‘’აბონენტი’’) ტელეფონის ნომერი. თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა გააუქმოთ/გამორთოთ/შეცვალოთ აღნიშნული ფუნქცია.
თუ 1 გაგზავნილი სმს სიდიდე გადააჭარბებს 160 სიმბოლოს, ამ შემთხვევაში სმს არ გაიყოფა ორად, მაგრამ ჩაითვლება, რომ გაგზავნილი იყო 2 ან 3 მოკლე ტექსტური შეტყობინება ერთდოულად. ‘’თქვენ’’ (‘’აბონენტი’’) დაინახავთ აკრეფილი სიმბოლოების რაოდენობას.
2.8 ‘’პორტლზე’’ არის Chat-ის ფუნქცია, რომლის მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ კითხვით მიმართოთ ოპერატორს.
წინა ჩეთის ისტორია (მიმოწერა) არ იქნება ‘’თქვენთვის’’ (‘’აბონენტი’’) ხელმისაწვდომი.
3. ყოველგვარი ეჭვისა და ორაზროვნების გამოსარიცხად, ითვლება, რომ:
‘’პორტალზე’’ წვდომა, ასევე ‘’პორტალის’’ საშუალებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, განხორციელებულია თქვენს (‘’აბონენტი’’) მიერ და შესაბამისად, აღნიშნული ქმედების/ქმედებების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ (‘’აბონენტი’’);
’პორტალის’’ საშუალებით ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას (მათ შორის: მომსახურების/პროდუქტის/მომსახურების პაკეტის შეძენისას, შეცვლისას, გაუქმებისას, სხვადასხვა აქციაში ჩართვისას, თანხის გადახდისას და სხვ) თქვენ (აბონენტი) იცნობთ და სრულად ეთანხმებით ამავე ქმედების შედეგებს (მათ შორის: მომსახურებით/პროდუქტით/აქციით და სხვ. სარგებლობის წესებს/პირობებს);
პასუხისმგებელი ხართ თქვენი პირადი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე/ოპერაციაზე/ქმედების/ოპერაციის შედეგებზე და ვალდებული ხართ აუნაზღაუროთ “დატაკომს“ და ყველა შესაბამის მესამე პირს ამგვარი ქმედების/ოპერაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი და არაპირდაპირი ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. ზემოთ აღნიშნული “პირობები“ ვრცელდება ‘’ვებ გვერდზე’’ განთავსებულ ყველა პროდუქტზე (მათ შემადგენელ ნაწილებზე) და სერვისებზე, ასევე, თქვენი პირადი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე;
5. წინამდებარე “პირობები“ შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი აქცეპტის გარეშე. შეცვლილი პირობები ძალაში შედის ვერ გვერდზე www.800.ge მენიუში “მომსახურების პირობები“ გამოქვეყნებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
6. ვინაიდან “დატაკომის“ ონლაინ მომსახურების სისტემა შედგება მრავალი კომპონენტისგან და მისი გამართულად ფუნქციონირება არ არის მთლიანად დამოკიდებული “ჩვენზე“, “დატაკომი“ პასუხს არ აგებს სისტემის ფუნქციონირების შეფერხებაზე/ შეჩერებაზე და თქვენს მიერ ონლაინ რეჟიმში განხორციელებული ოპერაციების წარუმატებლად დასრულებაზე.
7. “დატაკომი“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი აქცეპტისა და შეტყობინების გარეშე, შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი პირადი ანგარიში ან სერვისები/პროდუქტები თუ “დატაკომს“ მიაჩნია, რომ:
თქვენ, თქვენი პირადი ანგარიშიდან ეწევით კანონით აკრძალულ საქმიანობას, ან იყენებთ თქვენს ანგარიშს კანონითა და “პირობებით“ აკრძალული მიზნებისთვის ან/და თქვენს მიერ პირადი ანგარიშის გამოყენება ზღუდავს ან არღვევს სხვა პირის ( მესამე პირი) უფლებებს;
განხორციელდა თქვენს ანგარიშზე უკანონო შეღწევა ან/და მისი (ანგარიშის) უკანონო გამოყენება;
თქვენ ჩართული ხართ საერთაშორისო ან სხვა ფასიანი ტრაფიკის გატარების ან/და “ფროდის“ მოქმედებებსა და სქემებში;
8. “დატაკომი“ ასევე, უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი აქცეპტისა და შეტყობინების გარეშე, შეაჩეროს ან/და გააუქმოს თქვენი ანგარიში/ სერვისები.
9. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნებისგან და თქვენი პირადი ანგარიში მესამე პირების მიერ უკანონო შეღწევისგან. ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, “დატაკომს“ მიაჩნია, რომ ანგარიშით სარგებლობს ის პირი, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული ანგარიში (ითვლება, რომ თქვენი ანგარიშით სარგებლობის შემთხვევაში, ანგარიშით მოსარგებლე ხართ თქვენ), შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი ანგარიში ან თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირებისთვის, თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ “დატაკომს“ ამის შესახებ
10. “დატაკომის“ ვებ. გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი და სერვისი დაცულია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. პროდუქტის ან/და სერვისის შეძენა არ ნიშნავს აღნიშნულ პროდუქტზე და სერვისზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების შეძენას. თქვენ პასუხისმგებელი ხართ პროდუქტების/სერვიების კანონისა და ‘’პირობების’’ დარღვევით გამოყენების შედეგად “დატაკომისთვის“ და ყველა შესაბამისი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე.
11. არც ერთ შემთხვევაში, “დატაკომი“ პასუხს არ აგებს:
ნებისმიერი მესამე პირის პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე თუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რომელიც წარმოიშობა ან/და დაკავშირებულია თქვენს (აბონენტის) მიერ “პირობებისა“ და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევით პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებასთან;
თქვენს ან/და მესამე პირების წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე, თუ შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია გარემოებებით, რომლებიც სცილდება ‘’ჩვენს’’ კონტროლს (მათ შორის – გამოწვეულია დაუძლეველი ძალით/ფორს–მაჟორული გარემოებებით);
თუ პროდუქტის/სერვისის ხარისხი, მისი საიმედოობა, ან/და ვარგისიანობა არ შეესაბამება თქვენს სუბიექტურ მოლოდინს;
თქვენს წინაშე არაპირდაპირი ზიანისთვის, მათ შორის, მიუღებელ შემოსავლისთვის ან/და რაიმე სახის მონაცემთა სრული ან ნაწილობრივი განადგურების ან/და დაკარგვის შედეგად დამდგარი ზიანისთვის.
12. შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით “დატაკომის“ ცხელ ხაზზე: (+995 431 310000) ან მიმართეთ ვებ გვერდზე: www.datacomm.ge ონლაინ დახმარების სერვისს.
Severity: Warning
Message: Unknown: Failed to write session data (user). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)
Filename: Unknown
Line Number: 0
Backtrace: